დაპირისპირება ჭიდაობის ჩემპიონატზე

კურტანიძე გეგეშიძის დაკავებაზე: არავის მივცემ უფლებას, რომ რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს

როდესაც დამთავრდება პროცედურები, გეგაც [გეგეშიძე] და ყველანი დავსხდებით და მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც არავის არ მიცემს იმის უფლებას, რომ რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს. მე ჯერ ზურა [დათუნაშვილი] არ მინახავს, აუცილებლად შევხვდები და გავიგებ მის აზრს. მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, რომ ყველანაირად შევუწყობ ხელს რომ შერიგება მოხდეს და ეს იყოს ერთიანი ოჯახი ისევ. 

ამბობს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე. შეგახსენებთ, 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გუშინ დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს. უკვე მეორე დღეა ჭიდაობის ფედერაციასთან სპორტსმენების ნაწილი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს.

კომენტარები