დაპირისპირება ჭიდაობის ჩემპიონატზე

დათუნაშვილი: არ მინდოდა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ვითხოვ, ის პრეზიდენტი არ იყოს

საერთოდ, ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს. მე არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ამას ვაცხადებდი თავიდანვე და ახლაც ამას ვაცხადებ. ჩემი მოთხოვნაა, ის პრეზიდენტი არ იყოს, რადგან პრეზიდენტს არ შვენის ასეთი საქციელი, რაც გააკეთა. ფედერაცია უნდა დატოვოს მისმა გარემოცვამაც. საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა თავისი საქციელით.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი. შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გუშინ დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები