ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

კვაჭანტირაძე კანდელაკს ევროსაბჭოში: ჩვენს ქვეყანაში ცნობილი ხართ როგორც სიცრუის მანქანა

"ჩვენს ქვეყანაში თქვენ ცნობილი ხართ, როგორც სიცრუის მანქანა" - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპული საქართველოს წევრს გიორგი კანდელაკს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას. 

"მინდა ჩემს გამოსვლაში მოვუწოდო ოპოზიციის წარმომადგენელ, ჩემს კოლეგებს, შეწყვიტონ სიცრუის გავრცელება და სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგრაიშების არასწორი ინტერპრეტირება. გასული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში საქართველო უზარმაზარი გამოწვევის წინაშე, ნამდვილ გზაჯვარედინზე, იდგა. ერთ მხარეს იდგა რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება, ხოლო მეორე მხარეს - დასავლური ღირებულებების შესაბამისად ქვეყნის განვითარება. ამ უკანასკნელის მიღწევა კი რთულია გამოწვევების გარეშე." - თქვა კვაჭანტირაძემ. 

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა. 

კომენტარები