Human Rights Watch-ის ანგარიში 2018

HRW: წულუკიანმა ტრანსფობიული განწყობებით თამაში სცადა

ტაბულა

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიაციის, Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშში საქართველოში ლგბტ ადამიანების შესახებაც არის საუბარი. 

ორგანიზაცია წერს, რომ ლგბტ ადამიანები ხშირად ხდებიან ძალადობის, დისკრიმინაციის და არატოლერანტულობის მსხვერპლები, ხოლო ოფიციალულრი პირების მიერ გაკეთებული ჰომოფობოიური განცხადებები მხოლოდ ჰომოფობიის გავრცელებას ემსახურება.

HRW-მ ყურადღება თეა წულუკიანის მიერ გაზაფხულზე გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა, როდესაც იუსტიციის მინისტრმა, მისი გადადგომის მოთხოვნის საპასუხოდ ტრანსფობიას მიმართა. 

"მაისში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მისი საქმიანობის მიმართ არსებული კრიტიკის საპასუხოდ სცადა გენდერის აღიარების შესახებ თავისი კონსერვატიული პოზიცია გამოეხატა, რითიც, სავარაუდოდ, სცადა, ​საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური განწყობებით ეთამაშა.  

წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს მართლმსაჯულების სფეროში საკვანძო რეფორმების, მათ შორის სასამართლოს რეფორმის წარუმატებლობის გამო. წულუკიანმა კრიტიკის პასუხად თქვა, რომ ჯგუფებს, რომლებიც მის გადადგომას ითხოვდნენ სურდათ, "ქალად ჩაეწერათ ადამიანი კაცის ორგანოებით და პირიქით". საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ტრანსგენდერი ადამიანების სქესის აღიარებას, თუმცა, ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულები არიან, წარმოადგინონ სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი", - წერია HRW-ს ანგარიშში. 

კომენტარები