სუმო

გიოჯის, ანუ სუმოს მსაჯის კიმონოზე საქართველოს დროშებია გამოსახული

სუმოს მსაჯის კიმონოზე საქართველოს დროშებია გამოსახული. დღევანდელ ბრძოლებს ის სწორედ ასეთი ხალათით უძღვება. 

ეს ქართველი სუმოტორების, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) და თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუს) დამსახურებაა, რომლებიც იაპონიაში პოპულარობით სარგებლობენ. 



აქვე აღვნიშნავთ, რომ ლევან გორგაძე ტრავმის გამო ზამთრის ბაშოს გამოეთიშა. მას მარჯვენა ფეხზე კუნთი აქვს გაწყვეტილი და ჭიდაობა უჭირს. ამ დრომდე ჩატარებული 4 ბრძოლიდან გორგაძე 4-ვეში დამარცხდა და ბაშოს მე-5 დღიდან კიუჯო გამოაცხადა. 

მომდევნო, ჰარუ ბაშოზე, რომელიც მარტში გაიმართება, ტოჩინოშინი კვლავ დადგება ოძეკის რანგის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ტიტულის შესანარჩუნებლად მას 15-დან, სულ მცირე, 8 ბრძოლის მოგება მოუწევს. 

რაც შეეხება გაგამარუს, ის მეორე, ჯურიო დივიზიონში ჭიდაობს და 2019 წლის ზამთრის ბაშოზე მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობს, მას ჩატარებული 5 ბრძოლიდან 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. 

კომენტარები