ბატონი მეთოფიშვილი სამწუხაროდ დიდი ხანია გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც შეიძლება მოსამართლე აფიქსირებდეს თავის პოზიციას. მე, უბრალოდ, რჩევის სახით იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს მინდა ვუთხრა, რომ ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს, ძალიან ცუდად წარმოაჩენს მათ სახეს და დაფიქრდნენ კარგად ეს განცხადებები მათ ეხმარება თუ პირიქით, ძალიან ხელს უშლით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ჩუგოშვილი მეთოფიშვილზე: ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას მეტად აზიანებს
tbl.ge/3exe
დაკოპირდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებაზე. მეთოფიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ "სამარცხვინო და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას". მისივე შეფასებით, "ბესელიასნაირი პოლიტიკოსები ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო".
ამავე თემაზე
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უზენაესის თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩიეს
- ჯანეზაშვილი: თამარ ღვამიჩავას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მოსამართლეთა კლანისთვის
- ვინ არის თამარ ღვამიჩავა, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა
- პრეზიდენტის გადაწყვეტილებით იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძეს თამარ ღვამიჩავა შეცვლის
- ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობას ტოვებს