სუმო

ტოჩინოშინის მეოთხე მარცხი ჰაცუ ბაშოზე (ვიდეო)

Japan Times

16 იანვარს ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს მორიგი მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე სეკივაკე ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:4 გახდა. ტოჩინოშინს კვლავ ტრავმა აწუხებს, რის გამოც მას შესაძლებლობების სრულად გამოვლენა უჭირს.

ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, ვისთანაც ბალანსი 14:6-ზე აქვს.

კომენტარები