სამეფო კარის თამაშები

GOT-ის ახალმა თიზერმა ფანებს ბრან სტარკის ღამის მეფობის შესახებ თეორია გაუმყარა

HBO

უკვე ცნობილია, რომ სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონი 14 აპრილს დაიწყება. "დასასრულის დასაწყისი" - HBO-მ ამ სათაურით GOT-ის ოფიციალური თიზერი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

სერიალის განმავლობაში ფანების მიერ შექმნილი საკმაოდ ბევრი თეორია არსებობდა, რომელთაგან ზოგი გამართლდა კიდეც. ამჟამად არსებული თეორიებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა, არის თუ არა ბრან სტარკი "ღამის მეფე".

ამ თეორიის მიხედვით, როგორც სერიალის მაყურებლისთვის ცნობილია, ბრანი "სამთვალა ყორანია", რომელსაც წარსულისა და მომავლის დანახვა შეუძლია.

ერთ-ერთ სერიაში, დროში მოგზაურობისას იგი საკვანძო მომენტის მომსწრე გახდება, თუ როგორ და რა მიზნით შეიქმნენ "თეთრი მოხეტიალეები", მათი შემქმნელები კი "ტყის შვილები არიან".

რაც შეეხება მათი შექმნის მიზეზს, GOT-ის ნამდვილ ფანებს ემახსოვრება, რომ ბრანი ერთ-ერთ "ტყის შვილს" ჰკითხავს თუ  რატომ და რაში დასჭირდათ ამ არსებების შექმნა.

როგორც ირკვევა, "თეთრი მოხეტილეები" ტყის შვილებმა თავდაცვის მიზნით შექმნეს, რადგან ომის დროს მათ უმოწყალოდ ხოცავდნენ.

საინტერესოა გავიხსენოთ სრული დიალოგი, როდესაც ბრანი დაინტერესდება, თუ ვისთან ჰქონდათ ომი და ვისგან იცავდნენ თავს, ტყის შვილი პასუხი, რომ ისინი სწორედ მისგან იცავდნენ თავს ნამდვილად დამაბნეველი და ამავდროულად ნათელიცაა. სწორედ ამ დიალოგის საფუძველზე დაიბადა, ფანების მიერ შექმნილი აღნიშნული თეორია ბრან სტარკის შესახებ.

მკვდართა არმიას სტარკების მთავარი სომბოლო, მგლის ფორმა აქვს.
ამ მოსაზრებას კი ბოლო სეზონის ოფიციალურმა თიზერმა მეტი დამაჯერებლობა შემატა. ფანებს არ გამოპარვიათ, რომ თიზერში ჯონის, სანსასა და არიას გვერდით ბრანს ვერ ვხედავთ.

სერიალის ფანების აზრით, თიზერის დასასრულს სტარკებისკენ მიახლოებული ყინულის ბურუსი სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ ბრანიც იქაა და მეტიც, სწორედ ისაა "ღამის მეფე".

უნდა არინიშნოს, რომ ისააკ რაითმა, მსახიობმა, რომელიც ბრან სტარკის როლს ასრულებს, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს სწორედ ამ თეორიის შესახებ ისაუბრა, - "მგონია, რომ (იგულისხმება "ღამის მეფე" და ბრანი) ნაკლებად არის ერთი პიროვნება, არამედ ვესტეროსის ანტიკური ხანის ორი საწყისია. "სამთვალა ყორანი" ღმერთმა უწყის რამდენი ხანია არსებობს, ასევე დასაბამიდან არსებობენ "თეთრი მოხეტიალეებიც", როგორც ვიცით, ისინი "ტყის შვილებმა" შექმნეს, მათ დროზე უფრო ანტიკურს ვერწარმოვიდგენთ. ალბათ ჯობს ვიფიქროთ, რომ ისინი განსხვავებული, დიდი ძალის მქონე პერსონაჟები არიან, ერთია "ფრანკენშტაინის მონსტრი", რომელიც ძალადობითა და სიძულვილითაა სავსე და მეორე, ბრანი, რომელიც საკუთარ ძალას სასიკეთოდ იყენებს", - აღნიშნა მსახიობმა.

მიუხედავად ამ საკმაოდ დამაჯერებელი ახსნისა, არ დავივიწყოთ, რომ ჯონ სნოუს ტარგარიანობაც თავდაპირველად ფანების მიერ შექმნილი თეორია იყო. აქვე, რაც არ უნდა დამაჯერებლად იყოს განმარტებული პირველი ოფიციალური თიზერის შინაარსი, ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ 14 აპრილამდე მოთმინებით ველოდოთ ყველასთვის საყვარელი სერიალის ბოლო სეზონის პრემიერას.

კომენტარები