სუმო

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეორე ბრძოლაც წააგო (ვიდეო)

Taichai

ჰაცუ ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინი იაპონელ ნიშიკიგის შეხვდა და ისევ დამარცხდა.

ლევან გორგაძემ ნიკიშიკისთან უვატენაგეს ილეთით წააგო. ამ დროისთვის მისი ბალანსი 0:2-ია.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ტოჩინოშინმა მეორე მაეგაშირა ჰოკიტოფუჯისთან გამართა, რომელმაც ქართველი ფალავანი ოშიდაშით გადაიყვანა დოჰიოდან.

ლევანის მომდევნო მეტოქე მიოგირიუ იქნება, ვისთანაც მას დადებითი ბალანსი 12:7-ზე აქვს.

კომენტარები