თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 15 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის, თელეთის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, აბაშიძის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები