ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ეს არ შეესაბამება ქართულ კულტურას

​აქ საუბარია იდეის დონეზე იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა არის სახეზე, ხო? ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს კანონში ცილისწამების შესახებ ჩანაწერზე. ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნის.

კომენტარები