ქართული ოცნება

ჭიჭინაძე: ე.ი ივანიშვილისგან ყოფილა გუნდში დაპირისპირების წახალისება

ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება, ჩემი დაპირისპირებაც ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი თავის დროზე დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, შემდეგ კვირიკაშვილს. ამიტომ ამ ადამიანებისგან თუ შეიძლება დაპირისპირება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება.  

რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას, იმიტომ რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მაგ ადამიანს არ უთქვამს, რომ კობახიძე მეყოლება ფლაგმანად, მურუსიძე და ჩინჩალაძეო. დაპირებებს ზოგადად უნდა გაანალიზება. ხალხმა რისი გულისთვის დაუჭირა მხარი, ამ გადაწყვეტილების გულისთვის ნამდვილად არ დაუჭირა. რომ შემოვა და თუ არ იქნება გასწორებული ეს სია, ალბათ, იქნება ძალიან სერიოზული საპროტესტო ტალღა ამასთან დაკავშირებით. 

თქვა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას. ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. ბიძინა ივანიშვილმა კი დღეს განცხადება გაავრცელა და ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები