გრიპის ვირუსი

WHO-ის წარმომადგენელი: წამალი არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მივიღოთ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მარიან ივანუშას ინფორმაციით, გრიპით დაავადებული პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება "ტამიფლუ", თუ ვირუსს თან რაიმე სახის გართულება არ ახლავს.

მისივე ცნობით, აღნიშნული საკმაოდ სერიოზული პრეპარატია, რომელიც გრიპის ვირუსის გართულების შემთხვევაში პირმა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს.

"ტამიფლუ" არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ "ტამიფლუს". ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. "ტამიფლუს" შემცვლელი ჯერჯერობით არ არსებობს", - ამბობს მარიან ივანუშა.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და ასევე გაეცანით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის რეკომენდაციებს.

კომენტარები