საშობაო ეპისტოლე

მეუფე იაკობი: სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია, ბევრს არასწორად ესმის

ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია და ბევრს არასწორად ესმის. უცხოეთში სიტყვის თავისუფლება სულ მთლად მასე არ განიმარტება და თავის შეზღუდვები მაინც აქვს

მეუფე იაკობი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით. ეპისტოლეს მიხედვით, "ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს".

კომენტარები