საშობაო ეპისტოლე

მეუფე პეტრე ეპისტოლეზე: ამ მოწოდების ადრესატად უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა

პატრიარქის ეპისტოლეში ჩვენ ვისმენთ სიტყვებს, მოწოდებას, გზავნილებს სიტყვის თავისუფლების შესახებ. მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, ადრესატად ამ მოწოდებისა და გზავნილისა, უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა და ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან, პირადად ჩემს მიმართ არაერთგზის გამოირჩევიან  უტიფარი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციებით და ფაქტობივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულები.

მე საგაზაფხულო სინოდის სხდომაზე მქონდა მოთხოვნილი, რომ ეს საკითხი განხილულიყო, სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ, ეს არ დაკმაყოფილდა და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ წმიდა სინოდის მიმართ ჩემი წერილი გავასაჯაროვო

მეუფე პეტრე TV პირველის ეთერში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, რომლის მიხედვითაც, "ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს".

კომენტარები