ხვალ, 8 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ბენდელიანის და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





