გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი, შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს სააგენტო.





