საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ქალები განქორწინების შესახებ ცნობას SMS-ით მიიღებენ

AFP

ახალი რეგულაციის მიხედვით საუდის არაბეთში ქალები განქორწინების შესახებ მოკლეტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.

ცვლილება ე.წ. "საუდუმლო განქორწინების" პრაქტიკის დასრულებას ემსახურება, როდესაც ქმრები ცოლებისათვის შეტყობინების გარეშე მიდიოდნენ ქორწინების დასასრულებლად.

ამიერიდან განქორწინების დადასტურების შემთხვევაში სასამართლო ქალს ამის შესახებ ცნობას სასამართლოსაგან SMS-ის სახით გაუგზავნის.

ადვოკატების თქმით ახალი რეგულაცია ქალებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი ქორწინების სტატუსის შესახებ და დაიცვან საკუთარი უფლებები, მაგალითად მიიღონ ალიმენტი და ა.შ.

რეგულაცია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ქალებმა მანქანის მართვის უფლებაც მოიპოვეს და სპორტულ ღონისძიებებზე ოჯახთან ერთად დასწრებასაც შეძლებენ. თუმცა კვლავ მოქმედებს მეურვის კანონი, რომლის მიხედვითაც ქალს გადაადგილება და საკუთარი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება (ქორწინება, ბანკის ანგარიშის გახსნა, მოგზაურობა, პასპორტის მიღება, ბიზნესის დაწყება, არა-გადაუდებელი ოპერაცია და ა.შ.) მეურვე მამაკაცის (ქმარი, მამა, ძმა, ვაჟი ან სხვა ნათესავი) გარეშე არ შეუძლია.

კომენტარები