გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთ მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. დღის ბოლოდან და 5 ინვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალ მთაში თოვლი.
6 იანვარს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 4-6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
"შობის ღამეს თოვლი მოსალოდნელია ძირითადად შიდა ქართლსა და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ზონაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილისში 5 იანვარს შესაძლოა იწვიმოს, 4 და 6 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება, შობის ღამეს კი წვიმაა მოსალოდნელი.





