საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

2018 წელს მეხანძრე-მაშველებმა 1330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს მეხანძრე-მაშველებმა 1330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი გადაარჩინეს.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს 11 ათასზე მეტი ხანძარი მოხდა და მათ შორის 112 ტყეში.

საგანგებო სიტუაციების სამსახური წერს, რომ 2018 წელს მეხანძრე-მაშველებმა:

  • რეაგირება მოახდინეს 54 750 ინციდენტზე
  • განახორციელეს 22 448 სამაშველო მოქმედება
  • გადაარჩინეს 1330 ადამიანი
  • 113 შინაური ცხოველი

სულ დაფიქსირდა 11 067 ხანძარი:

  • 112 ტყეში
  • 1510 კი ველებსა და პურეულის მასივებში

საგანგებო სიტუაციების სამსახური შესაბამის ვიდეოსაც ავრცელებს:

კომენტარები