ქართული ოცნება

ფოფხაძე: გუნდის თხოვნა იყო იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გამეკეთებინა

რეალური ისტორია არის ასეთი, იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ არჩილ თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ორივემ ერთი თხოვნით - "გედი, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ შენ რამე კომენტარი არ გააკეთო". ეს თხოვნა მარტო ჩემ მიმართ არ იყო, იყო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ითვლებიან, რომ ცოტა დამოუკიდებელ შეფასებებს იძლევიან.

ცოტა დავიძაბე - ეტყობა რაღაც ცუდი ხდება-მეთქი. ამის შემდეგ, მე ჩემი მხრიდან განვახორციელე ზარები ჩემს თანამოაზრეებთან პარტიაშიც და იუსტიციის საბჭოშიც. გავარკვიე რეალურად რა ხდებოდა. გასაგები გახდა, რომ ბნელ ოთახში რაღაც ბნელი სია მზადდებოდა და ერთმანეთში შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ამის შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და პარტიის თავმჯდომარე კითხულობს: არის თუ არა რეალური, რომ პარასკევს ეს სია გავიდეს ჯერ კომიტეტზე და მერე სხდომაზე. ეკა ბესელიამ კატეგორიულად თქვა, რომ ასეთ ტემპში ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის შეუძლებელი. ირაკლი კობახიძე კი ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდა, რომ არც დროის და არც პროცედურების პრობლემა არ არის.

თქვა პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" გედევან ფოფხაძემ, რომელიც დეპუტატების გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან დღეს გაიწვიეს.

კომენტარები