თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 4 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინი, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, საბურთალოს, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ)  მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიაღვრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი. 

კომენტარები