ყაჩაღობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებისთვის, ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

Getty Images

ზუგდიდში ყაჩაღობისთვის ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მიკროსაფინანო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები