ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს

BBC Radio 4/PA

ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში მოსვლას არ გამორცხავს, ამის შესახებ 43 წლის ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

"20 წლის წინ რომ გეკითხათ გამეცინებოდა. ყოველთვის ვამბობ, ვიქნები იქ სადაც საჭიროა. არ ვიცი რამდენად ვერგები პოლიტიკას, მაგრამ ვფიქრობ შემიძლია ვითანამშრომლო მთავრობებთან", - თქვა მსახიობმა.

ანჯელინა ჯოლის ამჟამად გაეროში ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენლის პოსტი უკავია, იგი ასევე სხვადასხვა კამპანიებშიც აქტიურადაა ჩართული.

კომენტარები