მურუსიძის დანიშვნა

დოლიძე მურუსიძის დანიშვნაზე: ხელისუფლება პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე

ლევან მურუსიძე აღმოჩნდა მათ თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის ფორმალურად რომ ვთქვათ, დაინიშნა უვადოდ, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს მანამ, ვიდრე საქართველოში იპარპაშებს აი ეს ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმულია და რომელთა მთავარი ამოცანა, როგორც ჩანს, არის ნელ-ნელა დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე. თუ არ გამოფხიზლდა „ქართული ოცნება“ და პარლამენტი, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის, არამედ იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი. უარეს ქმედებას უნდა ველოდოთ მომავალში. ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მე და ქალბატონმა ნაზიმ, მაგრამ ახლა სიტყვა არის პოლიტიკურ ძალებზე, რამდენად მისცემენ საშუალებას, რომ ამ ჯგუფმა სრულად გაშალოს ფრთები სასამართლოს ფარგლებში და შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბებით. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ლევან მურუსუძის უვადოდ დანიშვნის შესახებ. დოლიძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები