მურუსიძის დანიშვნა

ჯანეზაშვილი მურუსიძეზე: ეს იყო შურისძიება და სასამართლო სისტემის ძალის დემონსტრირება

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს იყო სერიოზული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, რომელიც ვერასდროს დაიმსახურებს დადებით შეფასებას და დარწმუნებული ვარ ამას მოჰყვება მწვავე შეფასებები საზოგადოებაში. დღევანდელი გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და კლანმა, რომელიც მართავს სისტემას, საზოგადოებას უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა. დღეს მურუსიძე დაინიშნა თანამდებობაზე, ეს მოხდა ფორსირებულ რეჟიმში. ეს იყო შურისძიება და ძალის დემონსტრირება, რომელიც სასამართლო სისტემას აქვს. სასამართლოს კლანმა, რომელიც სისტემას მართავს თქვა, რომ ჩვენ ჩვენი ძალაუფლება გვაქვს და შეგვიძლია დავნიშნოთ მურუსიძე უვადოდ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში. ლევან მურუსიძე დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.

კომენტარები