პარლამენტის გადატანა

რატიანი: პარლამენტის გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება

დღეს ბოლო სხდომაა, რომელსაც ვატარებთ ქუთაისში. ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვიცავდით იმ პრინციპს და იმ ჩანაწერს, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი და სწორედ ეს იყო განახლების, მომავლის და თანამედროვე საქართველოს სიმბოლო. თქვენ მიერ პარლამენტის გადატანა არის უკან წარსულიდაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება და ეს არის იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში, იქვე უნდა გადაირბინოს და მოაყომაროს მომავლის და მთელი ქვეყნის ბედი. როდესაც გვაქვს მაგალითად, 5ოთხახიანი ბინა გვინდა რომ შევიყუჟოთ და ვიცხოვროთ ერთ ოთახში. ამიტომ ჩემთვის მართლაც ძალიან მძიმეა, რომ ეს არის ბოლო დღე და ეს არის გამომშვიდობება, დროებით, მაგრამ გარკვეულწილად მომავლის საქართველოსთან.

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე. კონსტიტუციის ცვლილების შედეგად, იანვრიდან პარლამენტი მუშაობას თბილისში გააგრძელებს.

კომენტარები