თამბაქოს მოხმარება

მაღრაძე თამბაქოს კანონზე: ძალიან ვალმოხდილად ვთვლი თავს ჩემი საზოგადოების წინაშე

თავდაპირველად დიდი ნიაღვარი იყო ჩემს წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ადამიანები ყველა საკითხის გადაჭრას მე მთხოვდნენ, ამბობდნენ, რა დროს სიგარეტის აკრძალვაა, პენსია გვინდა, ხელფასი გვინდა და სხვადასხვა. მე მაქვს ჩემი ნიშა და ვფიქრობ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. მე ჩავთვალე ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებან ერთად, თამბაქოს ალიანსი, ჯანდაცვის ცენტრი, ჩვენი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და მთელი პარლამენტი, თქვენ იცით, რომ თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მწეველები ბლომადაა საქართველოს პარლამენტში. ასე რომ მიმაჩნია, რომ მე ძალიან ვალმოხდილად ვთვლი თავს ჩემი საზოგადოების წინაშე

თქვა იმედის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ. სწორედ მისი მომზადებული კანონპროექტით აიკრძალა ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება.

კომენტარები