თამბაქოს მოხმარება

მაღრაძე თამბაქოს კანონზე: უცნობი ადამიანები მეუბნებიან - "თავისუფლად ვსუნთქავთ"

მე ძალიან ბედნიერი ვარ, მივდივარ, უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეუბნებიან - "დიდი მადლობა იმ კანონისთვის, თანდათანობით ვხვდებით, რა კარგია ეს კანონი, თავისუფლად ვსუნთქავთ, თავისუფლად შევდივართ ყველა გასართობ დაწესებულებაში თუ სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩვენს შვილებთან ერთად". მე ვეუბნები, "კიდევ კარგი - მეთქი". იმიტომ, რომ თავდაპირველად დიდი ნიაღვარი იყო ჩემს წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ადამიანები ყველა საკითხის გადაჭრას მე მთხოვდნენ, ამბობდნენ, რა დროს სიგარეტის აკრძალვაა, პენსია გვინდა, ხელფასი გვინდა და სხვადასხვა. მე მაქვს ჩემი ნიშა და ვფიქრობ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს

თქვა იმედის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ. სწორედ მისი მომზადებული კანონპროექტით აიკრძალა ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება.

კომენტარები