ჯანმრთელობა

8 წლის ბავშვი ფულის შეგროვების კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე საათში კიბოთი გარდაიცვალა

8 წლის ბავშვი, ლიუქ ბელი, სამკურნალოდ 50 000 ფუნტის შეგროვების კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე საათში კიბოთი გარდაიცვალა.

ლიუქ ბელი ორი წლის განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნეს - ნეირობლასტომას ებრძოდა, მაგრამ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე სიმსივნური უჯრედები მთელ სხეულში გაუვრცელდა. 

Facebook-ზე ლიუქ ბელის საგულშემატკივროდ სპცეიალური გვერდი TeamLuke იყო შექმნილი, სადაც ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა პოსტი დაწერეს.

"გასულ ღამეს ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

უკანასკნელი ბრძოლა ძალიან დიდი იყო და ჩვენი სუპერგმირი ჩვენთან ერთად აღარ არის.

ლიუქი ძალიან მშვიდად, მის საყვარელ ადგილას და საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული გარდაიცვალა. სიტყვები ვერ აღწერს როგორი განადგურებულები და გულნატკენები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ნუგეში შეგვიძლია მივიღოთ იქიდან, რომ ის ახლა ტკივილისგან თავისუფალია", - წერია პოსტში.

ოჯახმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ გვერდით იდგა 2 წლის განმავლობაში.

"ახლა არ არის დრო სევდისთვის, ლიუქს ეს არ მოეწონებოდა. ახლა დროა, რომ ვფოკუსირდეთ პოზიტიურ ამბებზე, შესანიშნავ მოგონებებზე და იმ წარმოუდგენელ გავლენაზე, რაც მას ჰქონდა ბევრის ცხოვრებაში. მხოლოდ 8 წლის ბავშვმა გამოავლინა უდიდესი ძალა და სიმამაცე და იბრძოლა. სამყარო დღეს უფრო მუქი ადგილია მისი გადამდები ღიმილის გარეშე", - წერია პოსტში.

კომენტარები