თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 25 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

სამგორის რაიონი

13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ნატბეურების დასახლების, დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯნის, ტარიელის, ავთანდილის, შერმადინის, ასმათის, ხატაეთის, რამაზის, უსენის, დავარის, ჰაინრიხ კლაპროთის, ბარონ დე ბასის, ფატმანის, ერედვის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, არქანჯელო ლამბერტის, სტრაბონის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ფუბერტის, ნიკო ბურის, რაზმაძის, იაკობ რაინეგსის და ჰუგო ჰუბერტის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ნონა გაფრინდაშვილის და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) და სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები