საშობაო ფილმები

რატომ არის "ეს მშვენიერი ცხოვრება" ბრიტანელების საყვარელი ფილმი

ბრიტანელების უმრავლესობამ საყვარელ საშობაო ფილმად "ეს მშვენიერი ცხოვრება" დაასახელა. თუმცა, ბევრია ისეთიც, ვისაც არასდროს უნახავს ეს ფილმი. 

ფილმი 72 წლის წინ არის გადაღებული და იგი ოჯახზე, სიყვარულსა და იმედებზეა. მაგრამ ასევეა კაცზე, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდება. 

სინამდვილეში ადამიანებს ავიწყდებათ რომ, მიუხედავად ფილმის სათაურისა, მთავარი გმირის ცხოვრება სულაც არ არის ასეთი მშვენიერი.

"საქმე ეხება თვითმკვლელობის მუდმივ სურვილს და ასევე რა ხდება მაშინ, როცა ბევრი ფინანსური პრობლემა გაქვს" - ამბობს რადიო 1-ის კრიტიკოსი ალი პლუმბი.

"როდესაც ხელახლა ვუყურებ ფილმს, ვრწმუნდები, რომ ეს ფილმი ბევრად ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ცეკვა (კადრი ფილმიდან) დიდ დარბაზში.

1946 წლის ფრენკ კაპრას ფილმს, სადაც მთავარ როლს ჯეიმს სტიუარტი ასრულებს, შობის პერიოდში რეგულარულად აჩვენებენ ტელეარხებზე და მას თქვენ ოჯახურ ცხოვრებაში სიყვარული, იმედი და სასიამოვნო ამბები შემოაქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი, ჯორჯ ბეილი კრიზისშია, მას ყოველთვის ახსოვს თავისი ოჯახი, საყვარელი ადამიანები და მეგობრები

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფილმი ესეთი საკულტოა: ეს არის ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია კაცების მენტალურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე.

ფილმიდან ფრაზები დიდ ბრიტანეთში მატარებლის 14 სადგურზე, 7,5 კილომეტრის მანძილზე იყო დაწერილი.

Virgin Trians შეუერთდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო კამპანიას Rethink -ს ცნობიერების ამაღლების მიზნით, თუ როგორი რთული შეიძლება იყოს სადღესასწაულო პერიოდი ზოგიერთისთვის და როგორი დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს სიკეთემ მათზე.

ჯეიმს ფლეტჩერი Rethink-დან ამბობს, რომ ფილმის მთავარი სათქმელია - დავეხმაროთ ერთმანეთს.

"ფაქტია, რომ ის ძალიან გვიყვარს და გვეხმარება, გადავჭრათ პრობლემური საკითხები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს, როგორც გზავნილი, რათა სტიმული მისცეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ხალხს, მთელი წლის განმავლობაში სიკეთე აკეთოს", - განმარტავს იგი Newsbeat-თან.

"ფილმი იმდენად ძლიერია, ჯეიმს ბეილი იმდენად დაკავებულია, რომ ხალხს არ ეძლევა შანსი, გამოხატონ, თუ რამდენად აფასებენ ისინი მას. ფილმი ხომ 70 წლის შემდეგაც ყველას ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება..."

ვისაც გინახავთ ეს ფილმი, ალბათ ბრიტანელების უმრავლესობას ეთანხმებით და ვისაც ჯერაც არ გინახავთ ეს საოცარი სიუჟეტი, სცენები, მუსიკა და სიკეთე, ახლა სწორედ ის პერიოდია, რომ ჩაუჯდეთ მარტო ან ოჯახთან ერთად. 

კომენტარები