საშობაო ფილმები

მსოფლიოში 10 ყველაზე ცნობილი საშობაო ფილმი

hide.me

1. მარტო სახლში (1990)

საშობაო არადადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს 8 წლის კევინი შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლის გაძარცვას ცდილობს, ის თავს მახეების დაგებით იცავს.

ფილმის ბიუჯეტი 18 მილიონი დოლარი, შემოსავალი კი 476.68 მილიონი დოლარია.

მთავარ როლებში: მაკალეი კალკინი, ჯო პეში, დენიელ შტერნი, ჯონ ჰერდი, ქეთრინ ოჰარა

2. რეალური სიყვარული (2003)

ბრიტანული საშობაო ფილმი ბევრ სხვადასხვა ადამიანის ისტორიას აერთიანებს, რომელთაც, როგორც აღმოჩნდება, საერთო რამ აკავშირებთ.

ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარი, შემოსავალი კი 244.93 მილიონი დოლარი.

მთავარ როლებში: ბილ ნაი, ემა ტომპსონი, ალან რიკმანი, კოლინ ფირტი, ლაიამ ნისონი, კირა ნაითლი, ჰიუ გრანტი

3. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა (2000)

ფიფქში მოთავსებული ჯადოსნური ქვეყნის, ჰუვილის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ შობა. თუმცა გრინჩს არ უყვარს ეს დღესასწაული და გეგმავს, ჰუვილელებს შობა მოპაროს.

ფილმის ბიუჯეტი 123 მილიონი დოლარი, შემოსავალი კი 345.14 მილიონი დოლარია.

მთავარ როლებში: ჯიმ კერი, ტეილორ მომსენი, ჯეფრი ტამბორი, კრისტინ ბარანსკი

4. პოლარული ექსპრესი (2004)

კრის ვან ოლსბერგის ზღაპრის ეკრანიზაცია პოლარული ექსპრესი გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში მატარებლით მოგზაურობს.

ანიმაციის ბიუჯეტი 165 მილიონი დოლარია, შემოსავალი კი 305.88 მილიონი დოლარი.

მთავარ როლებში: ტომ ჰენკსი, მაიკლ ჯეტერი, სტივენ ტაილერი

5. შვებულება (2006 წელი)

ლოს ანჯელესელი ამანდა და ლონდონელი აირისი საშობაოდ სახლებს ცვლიან. ფილმში იხილავთ, როგორ ატარებენ ისინი შვებულებას. 

ფილმის ბიუჯეტი 85 მილიონი დოლარია, შემოსავალი კი 194.17 მილიონი დოლარი

მთავარ როლებში: ჯუდ ლოუ, ქეით უინსლეტი, კამერონ დიასი, ჯეკ ბლექი

6. ცუდი სანტა ( 2003) 

შობის ღამეს, სანტას და ელფის კოსტუმში გამოწყობილი ორი მეგობარი სუპერმარკეტის გაძარცვას გადაწყვეტს. ფილმში იხილავთ, როგორ ატარებენ ისინი შობის ღამეს. 

ფილმის ბიუჯეტი 23 მილიონი დოლარია, შემოსავალი კი 76.49 მილიონი დოლარი.

მთავარ როლებში: ბილი ბობ ტორნტონი, ტონი კოქსი, ლორენ გრეჰემი, ბერნი მაკი

7. სანამ შენ გეძინა (1995)

მორცხვი ლუსი მატარებლების სალაროში მუშაობს, უყვარს მამაკაცი, რომელსაც არ იცნობს. ლუსი პიტერს სიკვდილისგან იხსნის, თუმცა პიტერი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში წევს, პიტერის ოჯახი კი, ლუსის მის საცოლედ ჩათვლის.

ფილმის ბიუჯეტი 17 მილიონი დოლარი, შემოსავალი კი 182.06 მილიონი დოლარია.

მთავარ როლებში: სანდრა ბალოკი, ბილ პულმანი, პიტერ გალაჰერი

8. ელფი (2003)

პატარა ბავშვი ბადი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალება და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრება. ბადი ელფების ქვეყანაში აღმოჩნდება.

მთავარ როლებში: უილ ფარელი, ზოი დეშანელი

ფილმის ბიუჯეტი 33 მილიონი დოლარია, შემოსავალი კი 173.39 მილიონი დოლარია.

9. კოშმარი შობის წინ (1993)

31 ოქტომბერს, ჰელოუინის ღამეს, ჰელოუინის მეფე სანტა კლაუსს იტაცებს. ჰელოუინის მეფის გეგმის მიხედვით, ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს, თუმცა ჯეკის შეყვარებული მისი გეგმის ჩაშლას ცდილობს.

ფილმის ბიუჯეტი 18 მილიონი დოლარია, შემოსავალი კი 75.63 მილიონი დოლარია.

მთავარ როლებში: დენი ელფმანი, ქეთრინ ოჰარა

10. საშობაო საჩუქარი (1996)

ჰოვარდ ლენგსტონი საშობაოდ შვილს ტურბომენის სათამაშოს ჩუქებას დაპირდება, თუმცა ყველა ეს სათამაშო გაყიდულია, რის გამოც იგი ქალაქში ძებნას იწყებს.

ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარია, შემოსავალი კი 129 მილიონი დოლარი.

მთავარ როლებში: არნოლდ შვარცენეგერი, რიტა უილსონი, ჯეიკ ლოიდი

კომენტარები