ხვალ, 24 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის, ალადასტურის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ჩალისპირების დასახლების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





