დავით კირკიტაძის საქმე

სააკაშვილი: კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს

დავით კირკიტაძე დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან იყო ჩამოსული, სამი თუ ოთხი დღით ადრე. განვიხილეთ, დათო არის მთავარი ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობის, რეგიონული მდივანი. გარდა ამისა, ვერ შეძლო ივანიშვილმა რუსთავის მოგება და ეს მისთვის იყო ძალიან მძიმე მარცხი, რადგან რუსთავი დიდი ქართული ქალაქია და სოციალურად ძალიან საინტერესო ქალაქია. რუსთავში კირკიტაძემ გამოგლიჯა მას გამარჯვება. და რა ხდება? კირკიტაძეს ნებისმიერი საბაბით ითრევენ რაღაც დაპირისპირებაში და შემდეგ უშვებენ რამდენიმეწლიანი მუხლით დღეს საპატიმროში. ეს იმ პირობებში, როცა ფარცხალაძემ ცემა კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ყველას თვალწინ მძიმედ დააშავა და კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს, ფარცხალაძე დღესაც დადის თავისუფალი, კორცხელის გმირები დადიან თავისუფლად, ჩვენი კასპელი აქტივისტის მცემელი დადის თავისუფალი.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები