აშშ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა, თანამდებობა დატოვა

Newsweek

იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თანამდებობას ტოვებს. 

"გამომდინარე იქიდან, რომ შენ გაქვს უფლება, გყავდეს თავდაცვის ისეთი მდივანი, რომლის შეხედულებებიც შენთან უფრო ახლოსაა ამ და სხვა საკითხებზე, მჯერა, რომ ჩემი მხრიდან სწორი იქნება, თუკი თანამდებობას დავტოვებ", - წერს მეტისი ტრამპისადმი წერილში.

CNN წერს, რომ ხუთშაბათს, მეტისის გდადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ადმინისტრაციასთან ახლოს მყოფმა წყარომ მათ კორესპონდენტს გაანდო, რომ მეტისს სირიასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.

ტრამპისადმი თავის წერილში მეტისი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ძალა ნაწილობრივ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი პარტნიორების სიძლიერეზეა დამოკიდებული, რომელთა უმრავლესობაც ტრამპის ქვეშ შესამჩნევად გაღიზიანებულია.

"ერთერთი მთავარი რწმენა, რაც ყოველთვის გამაჩნდა, არის ის, რომ ჩვენი, როგორც ერის ძალა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ჩვენს ალიანსებისა და პარტნიორობის უნიკალურ და ყოვლისმომცველ სისტემაზე. სანამ აშშ რჩება თავისუფალი სამყაროს აუცილებელ კომპონენტად, ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და ვერ შევასრულებთ ამ როლს ეფექტიანად ძლიერი ალიანსების ჩამოყალიბებისა და ამ პარტნიორებისადმი პატივისცემის გამოხატვის გარეშე," - დაამატა მან.

CNN-ის ცნობით, ტრამპი და მეტისი ერთმანეთს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში პირისპირ შეხვდნენ. მეტისმა ტრამპს უთხრა, რომ ის წასვლას აპირებდა და თავისი გადადგომის შესახებ განცხადება მიაწოდა.

"მათ განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ ზოგიერთ საკითხზე," - ამბობენ ადმინისტრაციაში.

ტრამპმა მეტისის გადადგომა Twitter-ის საშუალებით დააანონსა:

"გენერალი მეტისი, განსხვავებული შეხედულებების გამო, თებერვლის ბოლოს გადადგება, მას შემდეგ, რაც 2 წლის განმავლობაში ემსახურა ჩემს ადმინისტრაციას, როგორც თავდაცვის მდივანი".

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა CNN-ის უთხრეს, რომ მეტისის გადადგომის შესახებ ტრამპის Tweet-ის საშუალებით გაიგეს. მათ არ იციან, იყვნენ თუ არა გაფრთხილებულები ამის შესახებ შეიარაღებული ძალები იქამდე, სანამ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დაწერდა.

კომენტარები