ვაზისუბანში "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფილიალს ოთხი პირი დაესხა თავს. მსუბუქად დაშავდა დაცვის თანამშრომელი.
შსს-ში ტაბულა უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.