ხვალ, 21 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტელეგრაფის ჩიხის, ათონელის, სანაპიროს, შოთა ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ფხოვის, ფურცელაძის, ხაზინის, ვეკუას, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალასანიას და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





