ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოქიტაშვილი ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით "პერმანენტულ აქციებს" აანონსებს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს. 

ამის შესახებ ოქიტაშვილმა კვირას პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

დავით ოქიტაშვილი ანანიაშვილისგან მოითხოვს, გაემიჯნოს თავისი ქმრის, გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. 

"პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ. ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძეებისა და ანანიაშვილების კლანისგან. ნინო ანანიაშვილს მე ვაფასებ, როგორც დიდ ბალერინას, მაგრამ უნდა დამთავრდეს ამ ცხოვრებაში ორმაგი სტანნდარტით ცხოვრება. თუ მისი მეუღლე და ოჯახის წევრი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ უნდა დავამხოთ ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას რატომ ემსახურება? წავიდეს, დაჯდეს სახლში, 2020 წელს იქნება არჩევნები, თუ მოიგებს მისი ქმრის პარტია, ისევ დააბრუნონ. ყველამ დატოვა საბალეტო დასი. ქართველი, ჩვენი ნიჭიერი ბალერონები თუ ბალერინები მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთან ცეკვავს ჩინელი, იაპონელი. ეს არის სირცხვილი," - თქვა ოქიტაშვილმა. 

კომენტარები