ავტოსაგზაო შემთხვევა

თელავში ავტომანქანა ქალს და მის ორ შვილს დაეჯახა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

flickr

თელავში მსუბუქი ავტომანქანა ქალს და მის ორ შვილს დაეჯახა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდებს მოტეხილობები აქვთ, ერთ-ერთი მათგანი კი, მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება ქალს, მისი მდგომარეობაც მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები