კიბერ-თავდასხმა

NY Times: ჰაკერებმა ევროკავშირის დიპლომატიური კომუნიკაციის ქსელებში შეაღწიეს

gettyimages

The New York Times-ის მიხედვით ჰაკერებმა ევროკავშირის დიპლომატიური კომუნიკაციის ქსელებში შეაღწიეს და წლების მანძილზე არსებული მიმოწერა მოიპოვეს.

მათ შორის არის დიპლომატების მოსაზრებები ტრამპის ადმინისტრაციასთან, რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობასთან, ირანის ბირთვულ პროგრამასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასევე საუდის არაბეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან კომუნიკაცია.

The Times-ის ინფორმაციით ჰაკერები ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიისათვის მუშაობდნენ. მათი თქმით ჰაკერებმა გაეროს და სხვადასხვა ქვეყნების ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ქსელებშიც შეაღწიეს.

კომენტარები