კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც შურისძიების მოტივით, თელავში 3 ახალგაზრდა დაჭრა

შსს

სამართალდამცველებმა თელავში სამი ახალგაზრდის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. 1980 წელს დაბადებულ ი.ა-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, 
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში, წარსულში 
არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, "საიგას" სისტემის 
რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ. გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ. ბ.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის 
სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები