ვლადიმირ პუტინი

იაპონიაში ყველაზე გაყიდვად კალენდარზე პუტინის ფოტოებია გამოსახული

ვლადიმირ პუტინის ფოტოებმა, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ტბა სელიგერის წყლებში ბანაობს ან წონის დასაკლებად ვარჯიშობს, იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

კალენდარი, რომელზეც სწორედ ეს ფოტოებია გამოსახული, იაპონელი მსახიობის, კეი ტანაკას ფოტოებიან კალენდარზე მეტად იყიდება.

მხოლოდ ორ კვირაში რუსეთის 66 წლის პრეზიდენტმა ოლიმპიური გამარჯვებულების გამოსახულებიანი კალენდრის გაყიდვებსაც გადააჭარბა.

Sora News 24 ამბობს, რომ ზოგი ამას ხუმრობად აღიქვამს, მაგრამ დანარჩენები პუტინის ცხოვრებით დაინტერესებულები არიან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პუტინმა იაპონიაში პოპულარობა მოიპოვა. მისი ფოტო კალენდარზე 2017 წელსაც იყო. პუტინი ფოტოზე ძაღლებს ეთამაშება, რომელთა შორის აკიტა ინუა, რომელიც ჩრდილოეთ იაპონიის სამადლობელია 2011 წელს მომხდარი კატასტროფისას რუსეთის თანადგომისთვის.

ასევე 2016 წელს იყიდებოდა კალენდრები, სადაც პუტინი თევზაობს და ძიუდოში ვარჯიშობს.

იაპონური მედიის დასკვნით, კალენდარს უმეტესად ქალები ყიდულობენ, მასზე ხომ "არატრადიციული სტილი და არაადამიანური მაგია" არის გამოსახული.

კომენტარები