2018 წლის 19 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6648 შეადგინა.
ეს 2018 წლის რიგით მეთოთხმეტე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $160 მილიონი შეისყიდა.
ლარს ორ თვეზე მეტია, გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს, ასევე 10 დეკემბერს, 10-10 მლნ დოლარი შეისყიდა, ხოლო 12 დეკემბერს - 15 მილიონი დოლარი.