თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 20 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებია.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფეიქრების, ილია ვეკუას, ხიზამბავრის და ხიზამბარლის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე არჩილის ქუჩის მცხოვრებლებს;

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გვირილების და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის მცხოვრებლებს;

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები