მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერ იუნაიტედს ლუი ვან გალი გაწვრთნის

მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იქნება. ჰოლანდიელი პოსტზე დევიდ მოიესს შეცვლის.

ვან გაალი იუნაიტედში 2014-15 სეზონში იმუშავებს, იქამდე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებს უთავკაცებს.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი, უელსელი რაიან გიგზი.

შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებულ სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

კომენტარები