გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 დეკემბრამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში - მცირე ნალექი და ნისლი.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას +7, +9 გრადუსს ვარაუდობენ.





