არჩევნები 2018

ქარსელაძე ოცნებას სამხარაულის ბიუროს უფროსის მოხსნას ცოლის აზრების გამო თხოვს

ნინი ქარსელაძე ქართულ ოცნებას თხოვს ლევან სამხარაულის ბიუროს უფროსი გია თვაური თანამდებობიდან გადააყენოს. 

ამის შესახებ ქარსელაძე facebook-ზე წერს და მიზეზად თვაურის ცოლის პოსტებს ასახელებს. 

მისი თქმით, სამხარაულის ბიუროს უფროსის ცოლი, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში "ქართული ოცნების გულწრფელი მხარდამჭერების შეურაცხყოფით იყო დაკავებული".

ქარსელაძე მიიჩნევს, რომ თვაურის და მისი მსგავსი "ამორალური" ადამიანების გამო აიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამდენი ხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე და ის მმართველ გუნდს, თვაურის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ქართული ოცნება" გთხოვთ ასეთებს მიხედეთ!! 2020-ში ზუსტად ესენი დაგვღუპავენ! მე ამათნაირებისთვის არ მიბრძოლია!- წერს ნინი ქარსელაძე. 

ნინი ქარსელაძეს სალომე გოგიაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ "თვაურის ცოლისგან ოცნების მხარდამჭერებზე ღადაობა უხერხულია".

 

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის და ქართული ოცნების მხარდასაჭერად ნინი ქარსელაძე, სალომე გოგიაშვილი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობდნენ მხარდამჭერ კონცერტებსა და პოლიტიკურ გადაცემებში. ისინი ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც დაპატიჟეს.

 

კომენტარები