დავით ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მარგველაშვილი თავისი საქმიანობით არ უქმნიდა ხელისუფლებას არანაირ პრობლემას

მარგველაშვილი თავის საქმიანობით საერთოდ არ უქმნიდა ხელისუფლებას არანაირ პრობლემას. მას ჰქონდა არაერთი შანსი, რომ გამხდარიყო ოპოზიციაში თვალსაჩინო ფიგურა თავის პრეზიდენტის პოსტიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ მან ეს არ ისურვა, მან არ ისურვა პოლიტიკაში ჩაბმა. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ ხელისუფლებაშიც არავინ დატოვა კმაყოფილი, ოპოზიციაშიც და მაინცდამაინც დიდი კვალიც ქვეყანას ვერ დააჩნია. მისი მცდელობა, რომ ყოფილიყო რაღაც კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ტიპი, იმთავითვე იყო განწირული

ამბობს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი რუსთავი 2-თან.

კომენტარები