დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი უსუფაშვილის თანაშემწე გახდა

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, პარლამენტის თავმჯომარის, დავით უსუფაშვილის თანაშემწე გახდა.

როგორც დავით ზურაბიშვილმა ტაბულას განუცხადა, ის ამ პოსტზე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაინიშნა.

დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან მინისტრმა თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა, თუმცა, მას მრჩევლის პოსტი შესთავაზა, რასაც ზურაბიშვილი არ დათანხმდა.

"ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემს, არამედ რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ", - განაცხადა მაშინ ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ ფაქტის შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობას გამორიცხავდა და აპირებდა, ძირითადად, პარტიული საქმიანობით დაკავებულიყო.

 

კომენტარები